ქალთა ადამიანის უფლებები

ქალთა ადამიანის უფლებები
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო აღიარებულ პრიორიტეტად იქცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განსაკუთრებით კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის შედეგად და ადამიანის უფლებების დასაცავად შეიქმნა მრავალი საერთაშორისო დოკუმენტი, ქალების ადამიანურობა არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ მათაც ეფექტურად ესარგებლათ ამ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცავი ინსტრუმენტებით. ამგვარად, გაეროს სისტემაშივე საჭირო გახდა სპეციალური საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, რომლებიც უშუალოდ ქალების ადამიანური უფლებების დაცვას მოემსახურებოდა, კურსის მსვლელობისას ჩვენ მიმოვიხილავთ ამ მექანიზმებს.სიტყვა „ადამიანი“ ისტორიულად იმდენად იყო კაცური შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თანამედროვეობაში ეს სიტყვა ორივე სქესის აღსანიშნავად გამოიყენება, ქალებთან მიმართებაში მისი გათავისება არ ამოწურულა. გაეროს „ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციის“ მიღებისას ქალებს ძალიან „გაუმართლდათ“, რომ ისინიც მოიაზრეს დეკლარაციის კონტექსტში წინა საუკუნეების მნიშვნელოვან დოკუმენტებთან შედარებით.თუმცაღა, ჩართვამ ვერ უზრუნველყო ქალები ადამიანის უფლებებითა და მათი დაცვით. ქალების ჩართვა ამ შემთხვევაში მიგვანიშნებს გაეროს მიერ ქალების ადამიანებად აღიარებაზე, მაგრამ ეს აღიარება ვერ იძენს პრაქტიკულ მნიშვნელობას, ვინაიდან დე ფაქტო ქალები დღესაც განიცდიან უფლებრივ შევიწროვებას კაცებთან შედარებით. ამგვარად, ტერმინი „ქალთა ადამიანის უფლებები“ აქცენტს სვამს ერთის მხრივ, იმ ისტორიულ დისკრიმინაციაზე, რომლის შედეგადაც ქალთა მოაზრება წარმატებულად ვერ მოხერხდა ადამიანის უფლებათა კონცეფციაში, ხოლო, მეორეს მხრივ ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა დამცავი მექანიზმების ქალებზე გავრცელებაზე და პრაქტიკულად არეგულირებს ქალთა სხვადასხვა ჯგუფის (გათხოვილი ქალები, ეთნიკური უმცირესობის ქალები, გოგონები და სხვა.) უფლებებს.
Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Полезное


Смотреть что такое "ქალთა ადამიანის უფლებები" в других словарях:

  • ქალთა ამერიკული კომისია — წარმოადგენს ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სპეციალურ ორგანოს, რომელიც შეიქმნა 1928 წელს ამერიკის სახელმწიფოთა საერთაშორისო კონფერენციაზე (ჰავანა). თითოეული წევრი ქვეყანა კომისიაში წარმოდგენილია ერთი წევრით და ეს 34 დელეგატისგან შემდგარი… …   Georgian encyclopedia

  • ევროპის საბჭო — • ერთ ერთი უძველესი და ყველაზე დიდი სამთავრობათშორისო ორგანიზაციაა ევროპაში, რომელიც 8 მილიონზე მეტ ევროპელს აერთიანებს. მისი უმთავრესი საქმიანობა ადამიანის უფლებათა პრინციპების დამკვიდრებაა. ევროპული სასამართლო ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს… …   Georgian encyclopedia

  • ქორწინება — • ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფილობას. ეს კონსტიტუციური პრინციპი აღიარებს ოჯახს, როგორც საზოგადოების ძირითად უჯრედს, რომლის სიმტკიცეზე დამოკიდებულია არა მარტო ოჯახის წევრთა კეთილდღეობა, არამედ საზოგადოების წარმატებული… …   Georgian encyclopedia

  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია — • შეიქმნა 1919 წელს ვერსალის შეთანხმების შესაბამისად. ერთა ლიგის ერთადერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს ILO, დღეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ ერთი სპეციალიზირებული სააგენტო. მას აქვს საკუთარი წესდება,… …   Georgian encyclopedia

  • ქალების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი — ქალებისა და მამაკაცების თანასწორუფლებიანობა გაცხადებულია გაერო ს ქარტიაში. ამ საკითხის განხორციელება ნაწილობრივ გადაეცა ქალების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს. კომიტეტმა მუშაობა 1982 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ქალთა… …   Georgian encyclopedia

  • გუჟი დე ოლიმპია — საფრანგეთის რევოლუციის ქალთა მოძრაობის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. პარიზელი სცენარისტი ქალი, რომელმაც დაწერა „ქალთა უფლებების დეკლარაცია“ 1971 წელს. ეს დოკუმენტი წარმოადგენდა საფრანგეთის რევოლუციის მთავარი დოკუმენტის „მამაკაცისა და… …   Georgian encyclopedia

  • ბელემ დო პარას კონვენცია — ამერიკული კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილების, დასჯის და მისი აღმოფხვრის შესახებ , 1994 კონვენცია მიღებულ იქნა იძულებითი გაუჩინარების შესახებ კონვენციასთან ერთად, თუმცა იგი უფრო პოპულარული აღმოჩნდა, ვინაიდან იგი ძალაში 1995 წელს… …   Georgian encyclopedia

  • გაუპატიურება — • სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 ე მუხლით. გაუპატიურება სასტიკი, ადამიანის დამამცირებელი და დანაშაულებრივი… …   Georgian encyclopedia

  • დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით — • საყოველთაო დეკლარაციის მე 2 მუხლი აცხადებს ადამიანის ყველა უფლების ნამდვილობას ,,ყოველგვარი განსხვავების გარეშე”. შემდგომ მასში სპეციალურად მოიხსენიება რამდენიმე ნიშანი, რომლებიც გამოიყენება ადამიანებს შორის გამიჯვნის თვითნებურად… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»